მიხეილ ცაგარელი _ “სააკაშვილისთვის 6 წლის მისჯა საკმარისი არაა, ის სერიოზულად უნდა დაისაჯოს”

მიხეილ ცაგარელი _ "სააკაშვილისთვის 6 წლის მისჯა საკმარისი არაა, ის სერიოზულად უნდა დაისაჯოს"ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ “ოცნებას” მისირჩევები უნდა გაეთვალისწინებინა:

– თქვი კიდეც, ჩამოვა მიხეილ სააკაშვილი და უკან გაუშვით-მეთქი. ყველაზე კარგი გამოსავალი ეს იქნებოდა. ის თუ აქ ჩამოვიდოდა, ყველა ვარიანტში, ეს გაამწვავებდა სიტუაციას, როგორც მოხდა კიდეც. მითუმეტეს – უკრაინის მოქალაქეა და გაუშვებდნენ უკან, დაძაბვა მაინც იქნებოდა, მაგრამ არა ისეთი, როგორიც ახლაა.

– მოუწევს მიხეილ სააკაშვილის ქვეყნიდან გაშვება ხელისუფლებას?
– ვერ გეტყვით, რას იზამს აწი მთავრობა, მაგრამ თუ დასჯაა, დასჯა უნდა იყოს სერიოზული და არა – მხოლოდ 6 წელი მიუსაჯო. მერე ვიღაცები ჩაერევიან, ალბათ, სალომე ზურაბიშვილსაც აუჩუყდება გული, გამოსვლები გაგრძელდება და შეუკვეცავენ იმ სასჯელსაც, მაგრამ როცა გამოვა ციხიდან, ისევ თავიდან დაიწყება ყველაფერი და ქვეყანა ისევ გაჩერებული იქნება.

ან უნდა იყოს სერიოზულად იზოლირებული საზოგადოებისგან, ან უნდა გაუშვან უკან, უკრაინაში ისე, რომ აქეთ შემოსვლის უფლება არ ჰქონდეს.

სერიოზული მიდგომაა საჭირო ხელისუფლების მხრიდან, ერთხელ და სამუდამოდ უნდა დაასრულონ კოჰაბიტაცია, რამაც დაანგრია ეს ქვეყანა. ძალიან კარგად გვახსოვს სალომე ზურაბიშვილის მიერ შეწყალებული გიგი უგულავა, ირაკლი ოქრუაშვილი და სხვები, და ვხედავთ, როგორი აქტიურები არიან ახლა და როგორ ანთებენ ცეცხლს. ეს გავაკეთე იმისთვის, რომ ქვეყანა დაწყნარდესო, – ბრძანა მაშინ პრეზიდენტმა და თქვენ ნახეთ –  ქვეყანა ამით დაწყნარდა? ამათი გამოშვების შემდეგ პირიქით – აბობოქრდა.

კოჰაბიტაცია უნდა დასრულდეს, თუ უნდა მთავრობას, რომ ქვეყანა დაწყნარდეს. ვინც უნდა იჯდეს ციხეში, ის ხალხი უნდა იჯდეს ციხეში; ვინც უნდა იყოს იზოლირებული; ის უნდა იყოს იზოლირებული.

კვირის პალიტრა