ნინო წილოსანი – “ელენე ხოშტარიას შიმშილობა არის შანტაჟი”

ნინო წილოსანი - "ელენე ხოშტარიას შიმშილობა არის შანტაჟი"ჩვენ ვხედავთ ადამიანს, რომელიც აშანტაჟებს სახელმწიფოს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნინო წილოსანმა განაცხადა, რითაც ელენე ხოშტარიას შიმშილობას გამოეხმაურა.

მისი თქმით, მოთხოვნას, რომელსაც ის აყენებს, არავინ იზიარებს.

“ნუ აპელირებთ იმით, რომ რომელიმე პროცესში ქალი მონაწილეობს და ეს აპრიორი შეიძლება რაიმეს ამართლებდეს. ჩემი სოლიდარობა ნებისმიერი ქალის მიმართ, რომელიც არის ძალადობის ან დისკრიმინაციის მსხვერპლი, არის უცვლელი, მაგრამ ამ შემთხვევაში, ჩვენ ვხედავთ ადამიანს, რომელიც აშანტაჟებს სახელმწიფოს.

პროტესტის გამოხატვა, რა თქმა უნდა, ამოგლეჯილად შანტაჟი არ არის, მაგრამ პროტესტის გამოხატვა კონკრეტული მოთხოვნით, რომელსაც არ ეთანხმება არც სამართალდამცავი სისტემა, არც ის სამსახურები, რომელიც ამ ყველაფერს აღასრულებს, არ ეთანხმება მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა, ამ პირობის დაყენება, თუ არადა ვიშიმშილებ, არის შანტაჟი. რა თქმა უნდა, მას უფლება აქვს გამოხატოს საკუთარი პოზიცია და გამოხატვს ამ პოზიციას, ეს არის ჩემი შეფასება, რომელიც ეფუძნება კონკრეტულ ფაქტებს”, – განაცხადა წილოსანმა.

იპნ