ნუცა ციმაკურიძე ავსტრიაში ირლანდიელ ბრაიანს გაჰყვა ცოლად

ნუცა ციმაკურიძე ავსტრიაში ირლანდიელ ბრაიანს გაჰყვა ცოლადნუცა ციმაკურიძე მუსიკალურ ოჯახში დაიბადა და გაიზარდა. თავადაც ადრეული ასაკიდან მღერის. ობოლა ციმაკურიძის ქალიშვილი ამჟამად ავსტრიაში იმყოფება, სადაც ცოდნის გასაღრმავებლად გაემგზავრა. ახლახან, შემოდგომაზე მის პირად ცხოვრებაში მნიშვნელოვანი სიახლე მოხდა.

– ახლახან ქორწილი გქონდათ. თქვენს რჩეულსა და სიყვარულის ამბავზე მოგვიყევით.

– ყველაფერი ძალიან უცბად მოხდა, ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ჩემი ქორწილის ფოტოსესია ულამაზეს შონბრუნში გაიმართებოდა და საერთოდ, აქ, ან ჯერ თუ გავთხოვდებოდი… მაგრამ ზოგჯერ ბევრი ფიქრიც არაა საჭირო ცხოვრებაში კარგი გადაწყვეტილებების მისაღებად. თან, როცა ბედნიერი ხარ ადამიანთან, გიყვარს და უკვე ასე თუ ისე შეგიძლია, შენს თავს დაეყრდნო და ამ საყრდენს მეორე ნახევარიც გიმაგრებს, რატომაც არა?!

ჩემი მეუღლე, ბრაიანი ირლანდიელია. ვენაში ჯერ სასწავლებლად, შემდეგ კი სამუშაოდ ჩამოსული, არ აპირებდა აქ დარჩენას, სანამ მე არ გამიცნო (ვენის შუაგულ რესტორანში). რამდენიმე თვე გახდა გადამწყვეტი მისთვის, საბოლოოდ მიხვდა, რომ ვერ დამტოვებდა მარტო (იღიმის)…

დიდი სულის პატრონია, გამორჩეული ადამიანი ჩემს ცხოვრებაში, ჩემი საჩუქარი. ქართულ კულტურას ირლანდიური ძალიან ჰგავს – ტრადიციებით, მებრძოლი ხასიათით, შეგრძნებებით, ერთმანეთის პატივისცემით… უამრავი მნიშვნელოვანი დეტალი მაოცებს ყოველდღიურად. ხელს მიწყობს და მეხმარება მიზნებთან მიახლოებაში. რა თქმა უნდა, ორივეს მხრიდან ხდება ხელშეწყობა.

– ბოლოს როდის იყავით საქართველოში და რა სიხშირით ახერხებთ ჩამოსვლას?

– ბოლოს ეს ახალ წელს მოხდა და თუ ყველაფერი დალაგდება, წელსაც მინდა, უკვე ჩემს მეუღლესთან ერთად ჩამოვიდე.

გზა