რომან გოცირიძე – “ჩვენ “ოცნებას” კი არ გავანადგურებთ, ოპოზიციაში გავუშვებთ”

რომან გოცირიძე - "ჩვენ "ოცნებას" კი არ გავანადგურებთ, ოპოზიციაში გავუშვებთ"ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი რომან გოცირიძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ დღეს ოპოზიცია ერთიანია.

– აქტიურად გამოდის ხმები, რომ ყველა ლიდერს სხვადასხვა მოსაზრება აქვს. და ნიკა მელია პარტიის თავმჯდომარე აღარ იქნება. ამაზე რას იტყვით?

– ეს სუს-ის და “ქართული ოცნების” შემოგდებული თემაა. მუდმივად ხდება მსგავსი ჭორების გავრცელება და ასე არაერთი პარტია დაუშლიათ საქართველოში ამნაირი მეთოდებით. თუმცა დღეს სულ სხვა ვითარებაა.

– ანუ არ გემუქრებათ დაშლა?

– დღეს არათუ შიდა უთანხმოება, ან სხვა რაიმე მსგავსი პარტიაში, არამედ ამ მთავარი საკითხების ირგვლივ, პოლიტიკურად ისე დაპირისპირებული ოპოზიცია გაერთიანდა, რომელსაც თავიანთი დღის წესრიგი აქვს და სულაც არ უნდა ამ პარტიებს სხვა პარტიის გაძლიერება, არც ის უნდათ, რომ მათი ხმები სხვა ოპოზიციურმა პარტიამ წაიღოს. მიუხედავად ამისა, დღეს ოპოზიცია ერთიანია. ოპოზიცია ჩამოყალიბებულია ერთ საკითხზე, რომ ეს ხელისუფლება უნდა შეიცვალოს. რაც დიდხანს დარჩება ეს “ოცნება” ხელისუფლების სათავეში, მით მეტად გაღატაკდება ქვეყანა.

უცხოელები, რომლებმაც უამრავი ქონება იყიდეს ქვეყანაში, უკვე ბინებს ყიდიან მასობრივად და გადიან ქვეყნიდან.

დღეს ჩვენი მიზანია, “ქართული ოცნება” გავუშვათ ოპოზიციაში. ჩვენ მათსავით კი არ ვამბობთ, რომ გავანადგუროთ “ქართული ოცნება”. არა, განადგურებული ოპოზიციის ფონზე მოსული ხელისუფლება გახდება უზურპატორი.

ეს ჩვენ არ გვინდა.

ნონა ცაბაძე, ახალი თაობა