საფრანგეთის საგარეო მინისტრი პარიზში სააკაშვილის მხარდამჭერებს შეხვდა

საფრანგეთის საგარეო მინისტრი პარიზში სააკაშვილის მხარდამჭერებს შეხვდაასოციაციის “საფრანგეთიდან დანახული საქართველო” ინიციატივით, საფრანგეთის საგარეო სამინისტროსთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართა. აქციას პარიზში მცხოვრები ქართველები და ჩეჩენი დიასპორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საგარეო საქმეთა სამინისტროს უყურადღებოდ არ დაუტოვებია ქართველების პროტესტი და აქციის ორგანიზატორები შენობაში შეიპატიჟა.

– შეხვედრა იყო ძალიან კონსტრუქციული, დეტალურად ავხსენით, როგორ განხორციელდა მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრება, ყურადღება გავამახვილეთ პენიტენციური სისტემის გავრცელებულ კადრებზე. მნიშვნელოვანი იყო  აგვეხსნა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრისთვის, თუ როგორ მიმდინარებს ბოლო წლებში არჩევნები საქართველოში.

ვთხოვეთ საფრანგეთის მთავრობას დახმარება საქართველოში დემოკრატიის გაძლიერების საქმეში, – განაცხადეს აქციის მონაწილეებმა.

მთავარი