სუბარი – “ყველაფერი გავაკეთეთ, რომ ოპოზიციას ბიუჯეტები არ ჩაეგდო”

სუბარი - "ყველაფერი გავაკეთეთ, რომ ოპოზიციას ბიუჯეტები არ ჩაეგდო"ქართული ოცნების დეპუტატი, სოზარ სუბარი ბათუმისა და ზუგდიდის საკრებულოებში მიმდინარე დაპირისპირებას ეხმაურება. სუბარი ამტკიცებს, რომ ხელსიუფლებამ ყველა კანონიერი საშუალება გამოიყენა, რათა თვითმმართველი ქალაქების ბიუჯეტი და “სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი” ინფრასტრუქტურული პროექტები არ ჩავარდნილიყო.

,,ქართული ოცნების” წევრმა საგანგებო ბრიფინგზე  ოპოზიცია რადიკალიზმში კიდევ ერთხელ დაადანაშაულა.

ჩვენ გამოვიყენეთ ის შესაძლებლობა, რასაც გვაძლევს საქართველოს კონსტიტუცია და კანონმდებლობა, რათა ოპოზიციაში მყოფ რადიკალურ ძალებს, რომლებიც მუდმივად არეულობის შექმნაზე არიან მომართული, მუნიციპალიტეტების ბიუჯეტების ჩაგდების, შესაბამისად, ადგილობრივი ორგანოების სამსახურების მუშაობისა და ინფრასტრუქტურული პროექტების, ქალაქების განვითარების  შეჩერების შესაძლებლობა არ მისცემოდათ.

დღეს ოპოზიციას არაფერი ხელჩასაჭიდი არ აქვს და მათი მთავარი მესიჯბოქსი ფეიკზე გადის. ისინი 2017 წლის მოწვევის საკრებულოს ვადაგასულს უწოდებენ, თუმცა, თავადვე ამბობენ, რომ ძველი მოწვევის საკრებულოს ვადა მაშინ გასდის, როცა ახლადარჩეული თვითმმართველობიითი ორგანოს პირველი სხდომა გაიხსნება.

ამ ადამიანების დღევანდელი მოქმედებითაც დასტურდება, რომ ყველგან, სადაც მათ შესაძლებლობა ჰქონდათ, პრობლემების შექმნას აპირებდნენ, რათა არ დამტკიცებულიყო ბიუჯეტი, გაჩერებულიყო პროექტების განვითარება – განაცხადა სოზარ სუბარმა.
ხმაური იყო დღეს ზუგდიდსა და ბათუმში, სადაც წინა მოწვევის საკრებულომ ახალი, 2022 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა. ოპოზიცია  ხელისუფლებას არაკანონიერ ქმედებებში ადანაშაულებს.

ტვ პირველი