ზურაბ ჯაფარიძე სუსიდან ევაკუატორით გაიყვანეს

ზურაბ ჯაფარიძე სუსიდან ევაკუატორით გაიყვანესპარტია “გირჩი – მეტი თავისუფლების” ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე, რომელმაც საკუთარი ავტომობილით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესასვლელი ჩაკეტა, ტერიტორიიდან ევაკუატორით გაიყვანეს.

ზურაბ ჯაფარიძე ადგილზე დაახლოებით ნახევარი საათის წინ მივიდა და ავტომობილში ჩაიკეტა. მას ავტომობილის საქარე მინაზე ბანერები ჰქონდა განთავსებული, რომელზეც მოთხოვნები ეწერა:

სრულად პროპორციულ 2%-იან საარჩევნო სისტემას
რიგგარეშე არჩევნებს გაზაფხულზე
პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გადაყვანას სამოქალაქო კლინიკაში
მას შემდეგ, რაც მან სამართალდამცველების კითხვებს არ უპასუხა, პოლიციამ ადგილზე ევაკუატორი გამოიძახა და ავტომობილი პოლიტიკოსთან ერთად, საჯარიმო ავტოსადგომზე გადაიყვანეს.

ცნობისთვის, “გირჩი – მეტი თავისუფლების” ლიდერებმა პროტესტის ასეთივე ფორმას ქვეყნის კიდევ 5 ქალაქში მიმართეს. სუს-ის შენობის შესასვლელები ბლოკირებული იყო ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, თელავსა და გორში. ბათუმში, თელავსა და გორში პარტიის წარმომადგენლები პოლიციამ დააკავა.

მთავარი