ბოლერო – თამო მეფარიშვილის რეცეპტი

ბოლერო - თამო მეფარიშვილის რეცეპტიბისკვიტის მოსამზადებლად საჭიროა:
კვერცხი 5ც
შაქარი 300გრ
ზეთი 125მლ
კაკაო 3 ს/კ
ფქვილი 200გრ
წყალი 13 ს/კ
გამაფხვიერებელი 18გრ (1 შეკვრა)
მწიკვი მარილი
მომზადება:
ავთქვიფოთ კვერცხი და შაქარი , და მოცემულ ინგრედიენტებს ვამატებთ ეტაპობრივად .
საცხობი ფორმა 30 სმ
ანალოგიურად ცხვება , თეთრი ბისკვიტიც, უბრალოდ კაკაოს რაოდენობის დაუმატებთ ფქვილს.
გვჭირდება სულ, ორი ბისკვიტი.
კრემის მოსამზადებლად:
ერთი ქილა , მოხარშული შესქ რძე (530 გრ იყო ) ასევე ნახევარი ქილა , მოუხარშავი შესქ რძე , გამოვიყენე და 400გრ კარაქი.
ცალკე 100გრ ნაღებს დავუმატე , ( ნაღები შეგიძლიათ, მაღალ პროცენტიანი არაჟნით შეცვალოთ) 100გრ შავი შოკოლადი , გავადნე დაბალ ცეცხლზე , შოკოლადის მასა დავუმატე , მოხარშული შესქ რძის კრემს , კრემი არის ჰაეროვანი . შოკოლადის მასა, აუცილებლად უნდა იყოს ცივი.
შემდეგ ბეზე, მოვამზადე მოსართავად
4კვერცხის ცილა და 300 გრ შაქარი ავთქვიფე, დავუმატე მწიკვი ლიმონმჟავა და ვანილი, შაქარი კარგად რომ გაიხსნა , ორთქლის აბაზანაზე გადავიტანე და ვთქვიფე 15 წთ განუწყვეტლივ , შემდეგ საცხობ ქაღალდზე ,მოვაყარე ფქვილი და გადავანაწილე ბეზე , გამოვაცხვე 100ზე 2-საათი
ორივე ბისკვიტი გავჭერი შუაზე, წავუსვი კრემი,შემდეგ მოვრთე ბეზეთი , მოვასხი ზემოდან კარამელი.
კარამელის ფილა , ან მზა კარამელი , ასევე ირისის კანფეტიც შეგიძლიათ გამოიყენოთ, გაადნობთ ორთქლის აბაზანაზე, და გადაანაწილებთ ბისკვიტზე, ან შოკოლადის მინანქარი გამოიყენეთ, შემდეგ მოვაყარე დაჭრილი ნიგოზი.