გიგი უგულავა შიმშილობის აქციას ვერ უერთდება

გიგი უგულავა შიმშილობის აქციას ვერ უერთდება„ამ ეტაპზე, შიმშილობის აქციას ვერ ვუერთდები ჯანმრთელობის პრობლემების გამო, მაგრამ დარწმუნებული ვარ, არ ამცდება“, – ამის შესახებ გიგი უგულავამ განაცხადა.

მისივე თქმით, შიმშილობის მასობრივი აქცია სააკაშვილის გათავისუფლებამდე გაგრძელდება.

„საქართველოს მესამე პრეზიდენტს საფრთხე ემუქრება მუდმივად ციხეში, მას საერთოდ წაართვეს სამართლიანი სასამართლოს უფლება და ამიტომ პირველი კომპონენტი, როგორც გითხარით, არის მოლაპარაკებები, დიალოგი შეთანხმებისთვის და ამაში ჩვენ ვმონაწილეობთ; მეორე იქნება პერმანენტული პროტესტი, ვიდრე არ განთავისუფლდება მიხეილ სააკაშვილი პატიმრობიდან, იქნება შიმშილობის აქცია. ჩვენ არ გვაქვს იმის ილუზია, რომ ეს ყველაფერი დასრულდება ორ დღეში, სამ დღეში.

ეს ყველაფერი შეიშლება, გაგრძელდეს თვეები და უფრო მეტი ხანი. ამიტომ ყველა ადამიანი, ვინც იწყებს, ვიდრე მისი ჯანმრთელობა გაქაჩავს, იქნება ჩართული, შემდეგ სხვა ჩაენაცვლება და გაგრძელდება, ვიდრე არ დასრულდება ეს ყველაფერი მოჯადოებული წრის გარღვევით, ვიდრე მიხეილ სააკაშვილი გათავისუფლდება, ქვეყანაში პოლიტიკური დევნა დასრულდება. ეს არის მნიშვნელოვანი. ამ ეტაპზე, მე არ ვუერთდები და კონკრეტულად ჯანმრთელობის პრობლემები მაქვს, მოვიხადე კოვიდი ცოტა ხნის წინ და არის კიდევ სხვადასხვა პრობლემა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, შიმშილობა არ ამცდება“, – განაცხადა გიგი უგულავამ.

შეგახსენებთ, ნაციონალური მოძრაობა მასობრივი შიმშილობის აქციას იწყებს.