“ოცნების” 450-კაციანი სუფრა, ერთი ადამიანი 350 ლარი ჯდება

"ოცნების" 450-კაციანი სუფრა, ერთი ადამიანი 350 ლარი ჯდება,,ქართული ოცნების” ლიდერები წინანდალში იკრიბებიან, ,,მთავარი არხის” ინფორმაციით მმართველი პარტიის წარმომადგენლებისთვის 450 კაცზე გათვლილი სუფრაა გაშლილი სადაც, ერთი ადამიანის მომსახურება დაახლოებით 350 ლარი ჯდება.

გავრცელებული ინფორმაციით, კახეთში იმყოფება პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც.

ერთადერთი ვინც მმართველი პარტიიდან, ღონისძიების რეალურობა დაადასტურა, ფრაქცია ,,ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე აღმოჩნდა, რომელიც აცხადებს რომ ღონისძიება სრულად, პარტიის ბიუჯეტიდან ფინანსდება.

,,თქვენი ბელადისგან განსხვავებით, რომელიც საბიუჯეტო თანხებით სამუშაო შეხვედრებს, რასაც ჩვენ ვაკეთებთ ამას კი არ აწყობდა, არამედ აწყობდა ღრეობებს, ბოტოქსებს და ლიპოსაქციებს იკეთებდა, მისი და უგულავას გახდომაზე ფიქრობდა და რომელ ქვეყანაში როგორ ეგულავა, ამისგან განსხვავებით, ჩვენ ამ სამუშაო შეხვედრას, ვაფინანსებთ პარტიული თანხებით”, – განაცხადა მდინარაძემ.

მისივე შეფასებით, აღნიშნული შეკრების მიზანი, ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე მსჯელობაა.

ცნობისთვის, ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსისგან ყოველდღიურობით ათობით ადამიანი იღუპება და ასევე შეგახსენებთ იმასაც, რომ საქართველო არის ერთ-ერთი ის ქვეყანა სადაც სიღარიბის დონე ჯერ კიდევ მკვეთრად მაღალია.