სააკაშვილი რუსთავის ციხეში გადაიყვანეს

სააკაშვილი რუსთავის ციხეში გადაიყვანესარსებული ინფორმაციით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანეს. ინფორმაციას “მთავარი არხი” ავრცელებს.

მათივე განმარტებით, პენიტენციური სამსახურის მანქანები რუსთავის ციხის ტერიტორიაზე გვიან ღამით შევიდნენ.

დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.