სანდრა რულოვსი – „მძიმე რეალობის წინაშე აღმოვჩნდი. ჩემი ადგილი შეიცვალა“

სანდრა რულოვსი - „მძიმე  რეალობის წინაშე აღმოვჩნდი. ჩემი ადგილი შეიცვალა“საქართველოს ყოფილი პირველი ლედი სანდრა რულოვსი ამბობს, რომ მას შემდეგ რაც მიხეილ სააკაშვილი დააპატიმრეს მათ შორის კომუნიკაცია არ შემდგარა.

ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტის დასმულ კითხვას, შემოუთვალა თუ არა რულოვსს, სააკაშვილმა ციხიდან რაიმე ყოფილი პირველი ლედი ასე პასუხობს:

„მე არ მინახავს, არც მისაუბრია. ბავშვები და გიული დადიან ხშირად. რა თქმა უნდა, ბავშვების და გიულის მეშვეობით რაღაც-რაღაცეები მითხრა, მაგრამ არ შეიცვალა ჩემი პოზიცია, მე გავიგე რაც უნდა გამეგო ამ სამ წუთიანი ვიდეოს მეშვეობით.

მაინც მიშას მიერ გადადგმული ნაბიჯი იყო ხო, შეიძლება რაღაც გათვლები იყო, მაგრამ მე მძიმე ახალი რეალობის წინაშე აღმოვჩნდი. ჩემი ადგილი შეიცვალა“.