სანზონაში 17 წლის ბიჭის მკვლელობის შესახებ ახალი დეტალები გახდა ცნობილი.
AMBEBI.GE-ს გარდაცვლილი დათო კ-ს მეზობელმა უამბო, რომ მკვლელობის მოტივი, სავარაუდოდ, გოგონა გახდა.
“დათო და დედამისი გორიდან არიან ჩამოსულები და სანზონაში, ლიახვის ქუჩაზე ქირით ცხოვრობდნენ. დედას იქვე მაღაზია ჰქონდა და მკვლელობამდე მოზარდი მასთან იმყოფებოდა. მასთან 10-მდე ახალგაზრდა მისულა, დათო მაღაზიიდან გამოუყვანიათ და 207-ე სკოლის მახლობლად საქმის გარჩევა დაუწყიათ.
გარჩევას ჩხუბი და აყალმაყალი მოჰყვა, რის შემდეგაც მკვლელმა დათოს დანით 10-მდე ჭრილობა მიაყენა. მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მეზობლები ჰყვებიან, რომ დაინახეს, როგორ გარბოდა შემთხვევის ადგილიდან 10-მდე ახალგაზრდა. როგორც ვიცით, მკვლელი იდენტიფიცირებულია” – ყვება გარდაცვლილის მეზობელი.
ამბები