გიორგი ფხაკაძე აცხადებს, რომ ომიკრონმა გადაუარა ლონდონს, რის გამოც, სავარაუდოდ, ლონდონი ჩაიკეტება.
„ასტრაზენეკას ეფექტურობაზე აღარც ვსაუბრობთ. საქართველოში “ომიკრონის” აქტიურ გავრცელებაზე და იმ შედეგებზე, თუ რა იქნება იანვარში, არც კი მინდა, ვიფიქრო. უნდა დავიწყოთ მზადება ახლავე. ჩემი პირადი მოსაზრებით, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი უნდა დარჩეს თავის პოსტზე მინიმუმ ზაფხულამდე და მიეცეს “კარტ ბლანში”, რათა მოამზადოს და მართოს ქვეყანა ამ ურთულეს პერიოდში. ცუნამი მოდის, მე გაგაფრთხილეთ!”, – აცხადებს გიორგი ფხაკაძე.