„ველოდებოდი, როდის გაბრაზდებოდა სალომე ზურაბიშვილი“ – ნინო ბურჯანაძე

„ველოდებოდი, როდის გაბრაზდებოდა სალომე ზურაბიშვილი“ - ნინო ბურჯანაძეპოლიტიკოსი, ნინო ბურჯანაძე, პრეზიდენტთან შეხვედრის დეტალებზე საუბრობს “ტვ პირველთან” და ამბობს:

“ჩემი მთავარი ამოცანა არის და იქნება ის, რომ არც ერთმა თემამ არ გადაფაროს ვადამდელი არჩევნები, რადგან ჩემი ღრმა რწმენით, ეს არის გამოსავალი. მე ვშიშობ, არ მოხდეს, ვიღაცეების მხრიდან და არ ვგულისხმობ ქალბატონ სალომეს, ამ დიალოგის გამოყენება იმისათვის, რომ გადაიფაროს ვადამდელი არჩევნების თემა და ამ თემამ მეორე პლანზე გადაიწიოს. ჩემი ამოცანა იქნება, რომ ნებისმიერ შეხვედრაზე დავუახლოვდეთ ვადამდელ არჩენებს და არა – დავშორდეთ.

ქალბატონმა სალომემ მეც და სხევბსაც გვითხრა, რომ ახალი წლის შემდეგ აპირებს ინდივიდუალურ შეხვედრებს პოლიტიკურ ლიდერებთან და ასევე გარკვეულ ჯგუფებთანაც და ველოდები, რომ უკვე შემდეგ, სამუშაო შეხვედრებზე იქნება რაღაცა კონკრეტული. გვქონდა ინდივიდუალური კომუნიკაცია, ყველას გვითხრა და მათ შორის მეც. გვქონდა პირისპირი საუბარი, ძალიან მოკლედ, როგორიც ხდება ასეთი ტიპის ღონისძიებებზე. მისი მხრიდან სურვილი და მზაობა დავინახე.

ოცნების წარმომადგენლებთან დიალოგი არ ყოფილა, ყველასთან მისალმების სურვილიც არა გაქვს და არც არიან ადამიანური საუბრის ღირსნიც კი ბევრი მათგანი, პირადად ჩემგან, მაგალითად ბატონი კობახიძე, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს დიალოგს ხელს შეუშლის – მტერსაც და მოყვარესაც უნდა ელაპარაკო, როდესაც პრობლემის მოგვარება გინდა.

ქალბატონი სალომე ადეკვატურად აფასებს მოვლენებს. ზურაბიშვილს საკმაოდ კარგად ვიცნობ, ხისტი ხასიათი აქვს და სულ ველოდებოდი, როდის გაბრაზდებოდა, ყოველთვის მქონდა იმედი, რომ მისი ხასიათიდან გამომდინარე, ვერ შეეგუებოდა იმ როლს, რომელიც მიუჩინა „ქართულმა ოცნებამ“. გაბრაზება როგორც ჩანს დაიწყო… ერთდერთი პრობლემა ისაა, რომ მე ვერ ვხედავ მზადობას ქართული ოცნების მხრიდან.”