ზურაბ აზარაშვილმა ქალიშვილს 250.000 ლარის ღირებულების ბინა აჩუქა – რა ქონება აქვს ჯანდაცვის ახალ მინისტრს

ზურაბ აზარაშვილმა ქალიშვილს 250.000 ლარის ღირებულების ბინა აჩუქა - რა ქონება აქვს ჯანდაცვის ახალ მინისტრსჯანდაცვის ახალ მინისტრს, თავდაცვის მინისტრის ყოფილ მოადგილე ზურაბ აზარაშვილს, ქონებრივი დეკლარაცია საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ​სსიპ-სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“-ს გენერალური დირექტორის პოზიციაზე მუშაობისას აქვს შევსებული.

2017 წელს მან თბილისში მიწის ნაკვეთი და საცხოვრებელი სახლი შეიძინა. 2019 წელს კი შვილს, მარიამ აზარაშვილს ასევე თბილისში, 250.000 ლარის ღირებულების ბინა აჩუქა.

ზურაბ აზარაშვილმა 2018 და 2019 წლებში ორი  ავტომობილი – 55.000 ლარის ღირებულების ტოიოტა კამრი და ტოიოტა პრადო 54.000 ლარად იყიდა.

ზურაბ აზარაშვილს და მის ოჯახის წევრებს საქართველოს ბანკსა და ტერა ბანკში 17 ანგარიში აქვთ გახსნილი.

აზარაშვილს, დეკლარაციის შევსების მომენტში, მიმდინარე საბარათე ანგარიშებზე 8,73 ლარი, 12.267,52 ევრო, 145,2 ლარი ერიცხებოდა. საბარათე ანგარიშზე კი – 115,66 ლარი. ზურაბ აზარაშვილი ტერა ბანკში, ანაბრის სახით 7. 000 ლარს ინახავს.

თავად მინისტრს ტერა ბანკში სადეპოზიტო სერთიფიკატი აქვს მითითებული, სადაც 95.000 ლარი ირიცხება. მას საკრედიტო ანგარიშზე 56,74 და 423,03 ლარი აქვს, მინისტრის მეუღლეს, შორენა ქოქაშვილს ტერა ბანკში ანგარიშზე 1.755,34 ლარი ერიცხება.

ზურაბ აზარაშვილი 2027 წლამდე საქართველოს ბანკში საკრედიტო ვალდებულების შესრულება მოუწევს, მას იპოთეკური სესხი 45.000 ევროს ოდენობით აქვს, ხოლო გასავალში 6.050,48 ევროა მითითებული.

მინისტრი კიდევ ერთი იპოთეკური სესხით სარგებლობს, რომელიც 2031 წლამდე 120.000 ევროს ოდენობით აქვს აღებული და ზურაბ აზარაშვილს 12. 215,62 ევრო გასავალი აქვს.

ახალ მინისტრს ჰყავს მე­უღ­ლე შო­რე­ნა ქო­ქაშ­ვი­ლი და ხუთი შვი­ლი: მა­რი­ა­მი, ანა, ნი­კო­ლო­ზი, ან­დრია და და­მი­ა­ნე. მათ­გან უფ­რო­სი მა­რი­ა­მი 19 წლი­საა, უმ­ცრო­სი და­მი­ა­ნე კი – 2- ის.

პრაიმ ტაიმი