„ზურაბიშვილი შერიგებას თუ მოახერხებს, ტაშს დავუკრავ“ – ალეკო ელისაშვილი

„ზურაბიშვილი შერიგებას თუ მოახერხებს, ტაშს დავუკრავ“ - ალეკო ელისაშვილიპოლიტიკურ შერიგებასთან დაკავშირებით პრეზიდენტის ინიციატივას პოლიტიკურ სპექტრში ეხმაურებიან.

პარტია “მოქალაქეების” ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, შერიგება რთული წარმოსადგენია, თუმცა თუ პრეზიდენტი ამას მოახერხებს, ის მიესალმება.

“ეს სიძულვილი, რაც არის პოლიტიკურ სივრცეში, ეს გავარვარებული ზიზღი ერთმანეთის, ამან დაიწიოს. როგორ მოახერხებს, ცოტა რთული წარმოსადგენია პირადად ჩემთვის და რამდენად წარმატებით მოახერხებს, როდესაც ყველას უნდა ერთმანეთი გვძულდეს ამ ქართულ პოლიტიკაში. ამას როგორ მოახერხებს სალომე ზურაბიშვილი არ ვიცი, მაგრამ თუ მოახერხებს გამოვალ და ტაშს დავუკრავ,“ – ამბობს ალეკო ელისაშვილი.