აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ გააუქმა ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ შეთავაზებული წესი, რომლის თანახმადაც იმ კომპანიების თანამშრომლებისთვის, სადაც 100-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული, ვაქცინაცია სავალდებულო ხდებოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ისინი ვალდებულები იქნებოდნენ, კვირაში ერთხელ კორონავირუსზე ტესტი საკუთარი ხარჯებით ჩაეტარებინათ.
ამასთან, სასამართლომ მხარი დაუჭირა მთავრობისგან დაფინანსებული სამედიცინო დაწესებულებების პერსონალისთვის ვაქცინაციის ჩატარების ვალდებულებას.
სასამართლოს გადაწყვეტილებას ჯო ბაიდენი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ახლა ცალკეულმა შტატებმა და დამსაქმებლებმა თავად უნდა გადაწყვიტონ, მოსთხოვონ თუ არა თანამშრომლებს გადადგან “ვაქცინაციის მიღების მარტივი და ეფექტური ნაბიჯი”.
ამასთან, ჯო ბაიდენი მიესალმა სასამართლოს მიერ სამედიცინო დაწესებულებების პერსონალის სავალდებულო ვაქცინაციის მხარდაჭერას და განაცხადა, რომ სასამართლოს ეს გადაწყვეტილება ადამიანებს გადაარჩენს.
იპნ