გერმანიის სასამართლომ სირიელ მამაკაცს, ანვარ რასლანს, კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა.
სასამართლომ 58 წლის რასლანი სირიის სამოქალაქო ომის დროს ციხეში 4.000-ზე მეტი ადამიანის წამებაში დამნაშავედ სცნო.
როგორც ცნობილია, რასლანი 2011 წელს დაწყებული საპროტესტო აქციების დროს ბაშარ ალ-ასადის ხელისუფლების ერთ-ერთი მაღალჩინოსანი იყო და დამასკოში დაკავებულ აქტივისტებს 2 წლის მანძილზე აწამებდა.
ბრალდების მხარემ დაადგინა, რომ მან პირადად მოკლა 58 და გააუპატიურა ათობით პირი, ასევე მონაწილეობდა 4.000-ზე მეტი ადამიანის წამებაში.
ანვარ რასლანი 2014 წელს ოჯახის წევრებთან ერთად გერმანიაში ლტოლვილად ჩაბარდა. ბოლო 3 წლის მანძილზე ის პატიმრობაში იმყოფებოდა.
იპნ