„იმედია, თავის შეცდომას დაინახავს და საზოგადოებას ბოდიშს მოუხდის“ – სერგეენკო ნათელაშვილზე

„იმედია, თავის შეცდომას დაინახავს და საზოგადოებას ბოდიშს მოუხდის“ - სერგეენკო ნათელაშვილზესაპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის დავით სერგეენკოს განცხადებით, „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის, შალვა ნათელაშვილის განცხადება, რომელიც სოციალურად დაუცველებს უკავშირდება, მიუღებელია და მან ბოდიში უნდა მოიხადოს.
„არ ვთვლი ხოლმე საჭიროდ, რომ შალვა ნათელაშვილის განცხადებებზე კომენტარები გავაკეთო. უბრალოდ, მისი ეს განცხადება გულზე მომხვდა, იმდენად მიზანტროპული და მიუღებელია ეს ყველაფერი. იმედია, ეს ადამიანი თავის შეცდომას დაინახავს და საზოგადოებას ბოდიშს მოუხდის“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

შეგახსენებთ, „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა განაცხადა, რომ ერთ არჩევნებში მონაწილეობა სოციალურად დაუცველებმა არ უნდა მიიღონ.

„სოციალურად დაუცველებმა იქნებ დაისვენონ ერთი არჩევნები, მოვიდეს ის ხალხი, ვისაც არ უნდა საკუთარი ნამუსის გაყიდვა“, – თქვა შალვა ნათელაშვილმა.