ნიკა ქავთარაძის ენ შოუ ეთერში აღარ გავა.
ამის შესახებ მან ფეისბუქში 11 იანვარს დაწერა:
“ვინ რას იტყვით და როგორ მოიქცევით რეზო ამაშუკელის სიკვდილის გამო, თქვენი საქმეა.
მე რაზეც ვარ პასუხისმგებელი, იმას გეტყვით – N შოუ აღარ გავა ეთერში!
(თავიდანვე კონტრაქტში მინდოდა ეს პუნქტი, მაგრამ არ გამოვიდა. ამიტომ უბრალოდ ზეპირად შევთანხმდით)
მადლობა მაყურებელს და ბოდიში, რომ ვერ გავთვალე, ასე მალე თუ მოკვდებოდა ბატონი რეზო.
მართლა არაფერი ეტყობოდა გადაცემის დაწყებისას.
გული მწყდება და მტკივა, რომ ამხელა სიყვარულის, სიკეთის, იუმორის და უბრალოდ საინტერესო ამბების ტევადი შოუ ასე მოულოდნელად გაქრება.
თუმცა მუდმივი არაფერია ამ ქვეყნაზე, როგორც ბატონი რეზოს ამბავმაც გვაჩვენა.
მადლობა ჩემს მეგობრებს გადაცემისთვის და ღმერთს – ქე იცით რატომაც”
მოგვიანებით ნიკა ქავთარაძემ ეს დაწერა:
“ვისაც გეგონათ, რომ გადაცემის დახურვა იყო ამ წლის ცუდი ამბავი, არა მეგიბრებო – #კოვიდი დამიდასტურდა
P.S. გაიხსენეთ, ვინ გნახეთ ამ დღეებში. სიმპტიმები ფაქტიურად არც მაქვს.”