ლიზა იასკო მიხეილ სააკაშვილზე – “ამას ლოცვა და მოქმედება სჭირდება”

ლიზა იასკო მიხეილ სააკაშვილზე - "ამას ლოცვა და მოქმედება სჭირდება"დეპუტატი ლიზა იასკო უკრაინაში გამგზავრების შემდეგ, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით პირველ კომენტარს აკეთებს.

​როგორც ექსპრეზიდენტის ახლანდელი მეუღლე ამბობს, ხალხი პროვოკაციებს არ უნდა აჰყვეს.

„ხშირად მეკითხებიან მიხეილ სააკაშვილის შესახებ. ჩემი პასუხია, რომ ის საავადმყოფოდან რუსთავის ციხეში იძულებით გადაყვანის შემდეგ, სიახლე არ ყოფილა. თითქმის ორი კვირაა ვერ ნახულობენ ახლობლები, ექიმები. ადვოკატებს მხოლოდ შეზღუდულად უშვებენ…

რას აკეთებენ უკრაინა და პრეზიდენტი ზელენსკი მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დასაბრუნებლად? – დიპლომატიურ დონეზე ეს საკითხი მუდმივად განიხილება. მათ შორის, ევროპელ ლიდერებთან, როგორც საჯარო ისე, პირადი კომუნიკაციის დროს.

ნუ მოგატყუებთ საინფორმაციო პროვოკაციები, რომლებიც სპეციალურად იქმნება, რათა მთავარი თემებისგან – მიხეილის თავისუფლებისგან ყურადღების გადატანა მოხდეს.

გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ კარგი ამბები იქნება. მაგრამ ამას ლოცვა და მოქმედება სჭირდება. მის გარეშე არაფერი მოხდება,“ – ამბობს ლიზა იასკო.

პრაიმ ტაიმი