რუსთავის საკრებულოში ნაციონალებმა და აპარატის წევრებმა იჩხუბეს

რუსთავის საკრებულოში ნაციონალებმა და აპარატის წევრებმა იჩხუბესრუსთავის საკრებულოში ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებსა და საკრებულოს თანამშრომლებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

ენმ-ის წევრები უკვე რამდენიმე დღეა საკრებულოს აპარატისგან მოითხოვენ, რომ სხდომათა დარბაზის გამოყენების შესაძლებლობა მიეცეთ.

თუმცა, როგორც აპარატის უფროსი არჩილ ძამაშვილი განმარტავს, ოპოზიციურ პარტიას კანონით ამის უფლება არა აქვს და თუ ამ გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან, შეუძლიათ გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრონ.

ოპოზიციონერების თქმით, ძამაშვილი კანონის არასწორ ინტერპრეტაციას ახდენს.

“ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” მხარდაჭერა გამოუცხადეს “გირჩი მეტი თავისუფლების”, “ევროპული საქართველოსა” და “ლელოს” წევრებმა, რომლებიც აცხადებენ, რომ “ქართული ოცნება” რუსთავის ოპოიციურ საკრებულოს მუშაობაში ხელს ხელოვნურად უშლის.

ინფო რუსთავი