სოფო ნიჟარაძე შვილთან ერთად ზაფხულში მიშასთან ოდესაში ისვენებდა

სოფო ნიჟარაძე შვილთან ერთად ზაფხულში მიშასთან ოდესაში ისვენებდამიხეილ სა­ა­კაშ­ვი­ლმა 31 დე­კემ­ბერს წერ­ტი­ლი და­უს­ვა ჭო­რებს მისი და სოფო ნი­ჟა­რა­ძის შვი­ლის შე­სა­ხებ და ელის მა­რია სა­ა­კაშ­ვი­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბას გა­აც­ნო.

4 იან­ვარს უკ­რა­ი­ნულმა სტრანა ნიუსმა სა­ა­კაშ­ვილ­ზე სკან­და­ლუ­რი სტა­ტია გა­მო­აქ­ვეყ­ნა, რომელიც ასე დასათაურებული:

“მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა ქარ­თვე­ლი მომ­ღერ­ლის­გან შე­ძე­ნი­ლი ქა­ლიშ­ვი­ლი აღი­ა­რა. ის (სოფო ნი­ჟა­რა­ძე) გა­სულ ზა­ფხულს მას­თან იყო ოდე­სა­ში…”

სტა­ტი­ა­ში ვკი­თხუ­ლობთ:

ცნო­ბილ­მა ქარ­თველ­მა მომ­ღე­რალ­მა, 36 წლის სოფო ნი­ჟა­რა­ძემ, ქა­ლიშ­ვილ­თან ერ­თად იმ­ღე­რა ახა­ლი წლის ღა­მეს ერთ-ერთ ცენ­ტრა­ლურ არხზე.

სო­ფო ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლია სა­ქარ­თვე­ლო­ში.

რო­გორც ჩანს, მას სა­ა­კაშ­ვილ­თან დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ჰქონ­და ურ­თი­ერ­თო­ბა. ად­გი­ლობ­რი­ვი პრე­სა ჯერ კი­დევ 2010 წელს წერ­და, რომ გო­გო­ნა, სა­ვა­რა­უ­დოდ, სა­ა­კაშ­ვი­ლის დახ­მა­რე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში იყო და­საქ­მე­ბუ­ლი და მო­მა­ვალ­ში კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრის პოსტსაც დაჰ­პირ­დნენ. თუმ­ცა, ეს ისევ ჭო­რე­ბად დარ­ჩა.

4 წლის შემ­დეგ მე­დი­ა­ში გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ სა­ა­კაშ­ვილ­მა მომ­ღე­რალს ნიუ იორკში 2 მილიონ დო­ლა­რად ბინა უყი­და.

2020 წლის ივ­ნის­ში სოფო ნი­ჟა­რა­ძემ ამე­რი­კა­ში იმ­შო­ბი­ა­რა და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის და­კა­ვე­ბამ­დე შვილ­თან ერ­თად შტა­ტებ­ში ცხოვ­რობ­და.

გა­სულ ზა­ფხულს “სტრა­ნამ” გა­და­ი­ღო ფოტო, სა­დაც აღ­ბეჭ­დი­ლია ქალი, რო­მე­ლიც სა­ა­კაშ­ვი­ლის ოდე­სის აპარ­ტა­მენ­ტებ­ში გა­მოჩ­ნდა. სა­ა­კაშ­ვილს აქვს პენ­ტჰა­უ­სი ელი­ტა­რულ ცა­თამბჯენ­ში, რო­მე­ლიც შავ ზღვას გა­დაჰ­ყუ­რებს. აპარ­ტა­მენ­ტე­ბის სამ­ზა­რე­უ­ლო­ში მოხ­დე­ნი­ლი შავგვრე­მა­ნი ქალი სა­უზ­მის შემ­დეგ მა­გი­დას ალა­გებ­და.

სახ­ლში იყო მუქ ხა­ლათ­ში გა­მო­წყო­ბი­ლი მა­მა­კა­ცი, რო­მელიც ძა­ლი­ან ჰგავ­ს სა­ა­კაშ­ვილს. გო­გო­ნა კი ჰგავს ქარ­თველ მომ­ღე­რალს.

სო­ფოს სუ­რა­თე­ბით თუ ვიმ­სჯე­ლებთ, ამ ზა­ფხულს ის და მისი ქა­ლიშ­ვი­ლი ოდე­სა­ში ის­ვე­ნებ­დნენ, პარ­კებ­სა და რეს­ტორ­ნებ­ში სე­ირ­ნობ­დნენ და სა­ნა­პი­რო­ზეც იყ­ვნენ.

ამბები