ზუგდიდის მერიაში ფული დაარიგეს

ზუგდიდის მერიაში ფული დაარიგესზუგდიდის ახალი მოწვევის საკრებულოს წევრებს, რომლებსაც მუშაობა ჯერ კიდევ არ დაუწყიათ, საახალწლოდ უკვე ხელფასის გაორმაგებული ოდენობის პრემიები ჩაურიცხეს.

მერიის ყველა თანამშრომელმა და უწყებას დაქვემდებარებულმა პირებმა ხელფასის 70% მიიღეს, მერიის მაღალჩინოსნებმა კი 100%:

“პრემია არ არის, ეს არის ფულადი ჯილდო, დანამატი, ნებისმიერი საჯარო მოხელე, რომელიც ისევე კეთილსინდისიერად იმსახურებს და მოემსახურება საკუთარ მუნიციპალიტეტს, არასდროს მომერიდება როგორც ფულადი ჯილდო, ასევე, მადლობის გამოცხადებით გამოვხატო ეს ყველაფერი.

ასე რომ, ეს არის დამატებითი სტიმული საჯარო მოხელისთვის, რათა მან გააგრძელოს და უფრო კეთილსინდისიერად ემსახუროს თავის მუნიციპალიტეტს”, – თქვა მერმა, მამუკა წოწერიამ.

ნიუპოსტი