ზურაბ ჯაფარიძე 1.000 ლარით დააჯარიმეს

ზურაბ ჯაფარიძე 1.000 ლარით დააჯარიმესგირჩი – მეტი თავისუფლების ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, რომ ქონებრივი დეკლარაციის არშევსების გამო 1.000 ლარით დააჯარიმეს.

“ჯერ შენ ვინ გეკითხება, პარლამენტში უნდა იყოო. მერე, ოკ, არ გინდა და ნუ გინდაო. მერე, სანამ არ გიშვებდით და ფორმალურად აქ იყავი, იქნებ ფული გააკეთე, დეკლარაცია გვანახეო. ახლა, რადგან არ გვანახე, 1.000 ლარი გადაიხადე და ისე გვანახე, თორემ სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიგცემთო. ამ სისხლის სამართლის საქმის ბოლო მანდატის გაუქმებაა, რომელიც ისედაც აღარ მაქვს”, – წერს ჯაფარიძე ფეისბუქში.

ზურაბ ჯაფარიძეს მანდატი გასული წლის 16 ნოემბერს შეუწყვიტეს. მის ნაცვლად, დეპუტატის მანდატი ჰერმან საბომ მიიღო.

მანამდე ჯაფარიძემ მანდატის შეწყვეტის მოთხოვნით პარლამენტს კიდევ ორჯერ მიმართა. პირველად 2020 წელს, მეორედ კი 2021 წელს, მას შემდეგ რაც “ქართულმა ოცნებამ” შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირების შესახებ განაცხადა.

ფორმულა