ბადრი ჯაფარიძეს რუსთავში ნაციონალები მხარს დაუჭერენ, გახარიას პარტია – არა

ბადრი ჯაფარიძეს რუსთავში ნაციონალები მხარს დაუჭერენ, გახარიას პარტია - არა“ყველა ივანიშვილის პარტიის წინააღმდეგ” – ნაციონალურმა მოძრაობამ პოლიტიკური გადაწყვეტილება უკვე მიიღო. ისინი ბადრი ჯაფარიძის კანდიდატურას რუსთავში  მხარს დაუჭერენ.

“ლელოს” ლიდერს მხარს დაუჭერენ “დროა”, “გირჩი-მეტი თავისუფლება” და “სტრატეგია აღმაშენებელი”. ოპოზიციის ლიდერებს ‘ლელოს” ცენტრალურ ოფისში უკვე ელოდებიან. რაც შეეხება ბოლო ცნობებს, “პირველების” კორესპოდენტის ინფორმაციით, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე შიდა პარტიულ კონსულტაციებს მართავენ.

– ჩვენ გვაქვს შეხვედრა პარტიაში, რომ დავიგეგმოთ წინასაარჩევნო პროგრამასთან დაკავშირებით. ვისაუბრებთ საარჩევნო გეგმებზე. როგორ ვმოქმედებთ, როგორ ვაძლიერებთ ინფრასტრუქტურას. როგორ ვემზადებით შუალედური არჩევნებისთვის რუსთავსა და გარდაბანში. გვაქვს ოპოზიციონერ კოლეგებთან საუბარი დღეს და ხვალ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რიგმა ოპოზიციციურმა პარტიებმა გამოხატეს მხარდაჭერა, რომ ვიყო საერთო კანდიდატი, – თქვა ჯაფარიძემ.
ცნობილია, რომ შეხვედრას გახარიას გუნდი არ დაესწრება და დიდი ალბათობით, ბადრი ჯაფარიძეს პარტია “საქართველოსთვის” მხარდაჭერა არ ექნება.

“ლელოს” ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე, რომელიც რუსთავის მაჟორიტარობისთვის იბრძოლებს, ოპოზიციას გაერთიანებისკენ მოუწოდებს. ხელისუფლების ოპონენტი, რომელსაც “ქართულმა ოცნებამ” სადებუტატო მანდატი მოუხსნა, ამბობს, რომ შუალედური არჩევნებში ოპოზიციური კანდიდატის გამარჯვება მნიშვნელოვანია.

მიმდინარე წლის 2 აპრილს საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარს რუსთავში აირჩევენ. პარლამენტში ადგილი მას შემდეგ გათავისუფლდა,  რაც “ქართული ოცნების” წევრმა ნინო ლაცაბიძემ პარლამენტი რუსთავის მერად არჩევის შემდეგ დატოვა.

გუშინ “ქართულმა ოცნებამ” სამ ოპოზიციონერ დეპუტატს – ბადრი ჯაფარიძეს, შალვა ნათელაშვილსა და ელენე ხოშტარიას  სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყვიტა.

პირველები