„მთავრობამ არ შემოუშვა ბორტი, რომელსაც უკრაინაში მოხალისეები უნდა წაეყვანა“ – დავით ქაცარავა

„მთავრობამ არ შემოუშვა ბორტი, რომელსაც უკრაინაში მოხალისეები უნდა წაეყვანა“ - დავით ქაცარავაანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობამ არ შემოუშვა ბორტი, რომელსაც უკრაინაში მოხალისეები უნდა წაეყვანა.

როგორც მან “ფორმულას” განუცხადა ახლა ალტერნატიული გზებით წასვლას განიხილავენ

“ამ წუთას გავიგე, რომ ჩვენმა მთავრობამ დაბლოკა უკრაინული ბორტის შემოსვლა, რომელმაც უნდა წაიყვანოს მოხალისეები უკრაინაში. ეს არის სამარცხვინო საქციელი. ეს არის მთავრობის ლაჩრული, მოღალატეობრივი და კოლაბორაციონისტული გადაწყვეტილება”, – ამბობს ქაცარავა.