„პანკისის და 20 ივნისის სპეცოპერაციების უკან შეიძლება ნაციონალების კვალი იდგეს“ – ირაკლი კობახიძე

„პანკისის და 20 ივნისის სპეცოპერაციების უკან შეიძლება ნაციონალების კვალი იდგეს“ – ირაკლი კობახიძე„ოცნების“ თავმჯდომარე კობახიძე გახარიასა და ენმ-ს “თანამშრომლობის” კიდევ ერთ დეტალს ასაჯაროებს და ამბობს, რომ გახარიას მიერ ჩატარებული სპეცოპერაციების უკან შესაძლოა ნაციონალური მოძრაობა იდგეს.

„არის დეტალები, რომლებიც უკავშირდება ალიანსს, კავშირებს, რომლებიც წარმოიშვა ჯერ კიდევ ბევრად ადრე, ვიდრე გახარია გავიდოდა ჩვენი პოლიტიკური გუნდიდან. ძალიან ბევრი დეტალი, ნიუანსი შეიძლება იყოს საინტერესო საზოგადოებისთვის, თანამშრომლობის დეტალებზე გვაქვს საუბარი, რასაც მოგვიანებით ვაცნობებთ საზოგადოებას. შეიძლება, ეს იყოს დაფინანსებასთან დაკავშირებული საკითხები, შეიძლება, იყოს კონკრეტული ქმედებები, რომლებიც ნაკარნახევი იყო ამ ალიანსით და ასე შემდეგ. მაგალითად, გახსოვთ, რომ იყო ძალიან საეჭვოდ ჩატარებული სპეცოპერაციები, იგივე პანკისში, იგივე 20 ივნისს და ასე შემდეგ. შეიძლება, ამის უკანაც იდგეს ნაცმოძრაობის კვალი”, – აცხადებს კობახიძე.