ინგრედიენტები:
ბისკვიტი
ფქვილი – 3 ჭიქა
შაქარი 1,5 ჭიქა
წყალი – 2 ჭიქა
ზეთი – 1 ჭიქა
კაკაო – 6 სკ
გამაფხვიერებელი – 1 შეკვრა
მწიკვი მარილი
კრემი
ბანანი – 2 ც
შაქარი – 70 გ
ფორთოხლის წვენი – 50 მლ
შავი შოკოლადი – 150 გ
კაკაო – 2 სკ
მომზადების წესები:
მშრალი ინგრედიენტები (ფქვილი, შაქარი, კაკაო, მარილი, გამაფხვიერებელი) შეურიეთ ერთმანეთს. დაუმატეთ ზეთი, ოთახის ტემპერატურის წყალი და ათქფვიფეთ.
ნამცხვრის ცომი გადაიტანეთ ფორმაში (ძირზე ქაღალდი დააფინეთ) და გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 30-40 წუთის განმავლობაში.
დააბლენდერეთ ბანანი, დაუმატეთ შაქარი, ფორთოხლის წვენი და კაკაო. მოურიეთ ერთგაროვანი მასის მიღებამდე. შემდეგ ცეცხლზე შემოდგით და მიიყვანეთ დუღილამდე. ბოლოს დაჭრილი შოკოლადი (სამარხვო) დაუმატეთ ცხელ კრემს და კარგად ამოურიეთ, რომ შოკოლადი გადნეს.
კრემი გააგრილეთ და გათქვიფეთ, რომ ერთგვაროვანი კონსისტენცია მიიღოთ. მიღებული კრემი გადაანაწილეთ ბისკვიტის თავზე.