ალენ დელონმა სიკვდილში დახმარებისთვის თავის ვაჟს მიმართა

ალენ დელონმა სიკვდილში დახმარებისთვის თავის ვაჟს მიმართაფრანგული კინოს ლეგენდას, ალენ დელონს სიცოცხლის დასრულება ევთანზიით სურს. ამის შესახებ RTL-თან ინტერვიუში მსახიობის ვაჟმა, ენტონი დელონმა განაცხადა.

ინტერვიუდან ცნობილი ხდება, რომ 86 წლის ვარსკვლავმა  გამოთქვა სურვილი, ნებაყოფლობით დატოვოს ეს წუთისოფელი და დახმარებისთვის ვაჟს მიმართა.

ცნობისთვის, ალენ დელონი ამჟამად შვეიცარიაში ცხოვრობს, სადაც ევთანაზია ლეგალიზებულია.

ფორტუნა