ირაკლი ღარიბაშვილი – „რეგიონში უპრეცედენტო მასშტაბის ომია, მთავრობა ვახერხებთ, რომ ქვეყანაში არის მშვიდობა“

ირაკლი ღარიბაშვილი - „რეგიონში უპრეცედენტო მასშტაბის ომია,  მთავრობა ვახერხებთ, რომ ქვეყანაში არის მშვიდობა“ქვე­ყა­ნა­ში არის მშვი­დო­ბა, სტა­ბი­ლუ­რო­ბა და ეს ასე გაგ­რძელ­დე­ბა,- ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და.

პრე­მი­ერ­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბას კონ­სო­ლი­და­ცი­ის­კენ მო­უ­წო­და და აღ­ნიშ­ნა, რომ ერი შეკ­რუ­ლი და ძლი­ე­რი უნდა იყოს.

„მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის მინ­და გან­ვმარ­ტო – დღეს ჩვენს წი­ნა­შე ძა­ლი­ან რთუ­ლი გა­მოწ­ვე­ვე­ბი არ­სე­ბობს. რე­გი­ონ­ში უპ­რე­ცე­დენ­ტო მას­შტა­ბის ომი მიმ­დი­ნა­რე­ობს. ამის მი­უ­ხე­და­ვად ჩვენ, მთავ­რო­ბა, ჩვე­ნი გო­ნივ­რუ­ლი და სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი, ეროვ­ნუ­ლი პო­ლი­ტი­კით ვა­ხერ­ხებთ, რომ ქვე­ყა­ნა­ში არის მშვი­დო­ბა, სტა­ბი­ლუ­რო­ბა, ეს ასე გაგ­რძელ­დე­ბა. მინ­და ყვე­ლას სიმ­შვი­დი­სა და კონ­სო­ლი­და­ცი­ის­კენ მო­გი­წო­დოთ. ჩვე­ნი ერი უნდა იყოს შეკ­რუ­ლი, ერ­თი­ა­ნი და ძლი­ე­რი. მტკი­ცედ უნდა გა­ვაგ­რძე­ლოთ ჩვე­ნი ქვეყ­ნის მსა­ხუ­რე­ბა“,- გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა.