ნინი შერმადინი – “5 ბავშვს ვიშვილებ და მათ აშშ-ში გავზრდი”

ნინი შერმადინი - "5 ბავშვს ვიშვილებ და მათ აშშ-ში გავზრდი"უკრაინას და უკრაინელ ხალხს სოლიდარობას მთელი მსოფლიოდან შოუბიზნესის არაერთი წარმომადგენელი უცხადებს, მათ შორის გამონაკლისი არ არის ნინი შერმადინი.

აშშ-ში მოღვაწე ქართველი მომღერალი აცხადებს, რომ იშვილებს 5 ბავშვს, რომელსაც საცხოვრებლით და პირობებით უზრუნველყოფს.

„ჩემს „ფეისბუქ“ გვერდზე დავპოსტე და ვთქვი, რომ ვიშვილებდი 5 ბავშვს.

არ აქვს მნიშვნელობა უკრაინელია, ქართველია, რუსია თუ ა.შ,

არ აქვს მნიშვნელობა ასაკს და მის უნარებს.

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ მე მათ აშშ-ში წავიყვან, მივცემ განათლებას, გავზრდი, როგორც იქნება, დავეტევით.

5 ბავშვს იმიტომ ვამბობ, რომ ჩემი ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე,  5 ბავშვს შემიძლია გავუწიო უზრუნველყოფა…

იქნებ რამენაირად დამიკავშირდეს ვინმე წარმომადგენელი, პოლონეთში ჩავალ რომ ბავშვები წამოვიყვანო,“-აცხადებს ნინი შერმადინი.

ფორტუნა