თიკა კანდელაკი – “ჩემი ინბოქსი ჩემი შვილების ლანძღვითაა სავსე”

თიკა კანდელაკი - "ჩემი ინბოქსი ჩემი შვილების ლანძღვითაა სავსე"„ჩემი „ინბოქსი“ სავსეა ჩემი შვილების ლანძღვით, იმ პოზიციის გამო, რომელზედაც მე ვდგავარ. მაგრამ როგორც ჩანს მსოფლიოს აბსოლუტურად არ აინტერესებს ვისი შვილი ისჯება“ – ამის შესახებ ტელეწამყვანი თინა კანდელაკი სოციალურ ქსელ „ინსტაგრამზე“ წერს.

როგორც კანდელაკი აღნიშნავს, რუსი ხალხი იძულებული გახდა იმართლოს საკუთარი არსებობა.

„გლობალურმა ტოლერანტობამ დატოვა ჩატი. მან გააუქმა საკუთარი თავი, რაც გინდათ დაარქვით.

Black Lives Matter – ამბობენ ისინი და რუსების სიცოცხლე აღარ შედის მნიშვნელოვან საკითხთა სიაში? ტოლერანტობა არ ვრცელდება საზღვარგარეთ მყოფ რუს ბავშვებზე, რომელთაც სკოლაში სცემენ და ძალადობენ? რუსებს რომელთაც მთელ მსოფლიოში ათავისუფლებენ და რესტორნებში აღარ ემსახურებიან.

ჩვენი ხალხი იძულებულია იმართლოს საკუთარი არსებობა, მიუხედავად იმისა თუ როგორი პოლიტიკური პოზიცია უჭირავთ მათ. როგორ ფიქრობთ ეს ნორმალურია?

არის თუ არა ის ხალხი ადეკვატური, რომელთაც დაგმეს ჰომოფობია, გაავრცელეს ფემინიზმის იდეები, მაგრამ დაივიწყეს ადამიანის ძირითადი უფლება სიცოცხლისა და თავისუფლების შესახებ.

ჩემი „ინბოქსი“ სავსეა ჩემი შვილების ლანძღვით, იმ პოზიციის გამო, რომელზეც მე ვდგავარ. მაგრამ როგორც ჩანს მსოფლიოს აბსოლუტურად არ აინტერესებს ვისი შვილი ისჯება. რუსული? როგორც ჩანს ეს არის ახალი ეთიკის წესები“, – წერს თინა კანდელაკი.

ფორტუნა