„ერთგულებისთვის“ – 4 მაისს სოსო პავლიაშვილი რუს ოკუპანტებს უმღერებს

„ერთგულებისთვის“ - 4 მაისს სოსო პავლიაშვილი რუს ოკუპანტებს უმღერებსრუსეთის პრეზიდენტის აპარატის ცნობით, 4 მაისს კრემლის სახელმწიფო სასახლეში ყოველწლიური საზოგადოებრივ-პატრიოტული აქციის გალა კონცერტი გაიმართება. კონცერტის სახელწოდებაა – “გმადლობთ ერთგულებისთვის, შთამომავლებო!” და მასში მონაწილეობას პროგრამის მიხედვით სოსო პავლიაშვილიც მიიღებს.

ღონისძიება 2015 წლიდან ყოველწლიურად ტარდება და “დიდი გამარჯვების დღეს” ეძღვნება.

“დიდ სამამულო ომში ჩვენი ხალხის ვაჟკაცობისა და გმირობის ხსოვნის შესანარჩუნებლად და ახალგაზრდა თაობაში სწორი ღირებულებითი ორიენტაციების ჩამოყალიბების მიზნით, ვაგრძელებთ მუშაობას და ვასილი ლანოვოი გამართავს აქციას “გმადლობთ თქვენი ერთგულებისთვის, შთამომავლებო!” დიდი გამარჯვების დღის წინა დღეს”, – წერს კრემლის სასახლე.
უწყების ცნობით, ღონისძიების საპატიო სტუმრები იქნებიან წითელ მოედანზე გამარჯვების აღლუმის მონაწილეები, დიდი სამამულო ომისა და შეიარაღებული ძალების ვეტერანები, ასევე უკრაინაში “სამხედრო სპეცოპერაციის” მონაწილე სამხედრო მოსამსახურეები.

ღონისძიების ფარგლებში სამხედროებს, რომლებიც უკრაინაზე თავდასხმაში მონაწილეობდნენ, დააჯილდოებენ.