ირმა სოხაძე – “19 წლისა გავთხოვდი, 20 წლისას უკვე სალომე მყავდა…”

ირმა სოხაძე - "19 წლისა გავთხოვდი, 20 წლისას უკვე სალომე მყავდა..."ირმა სოხაძემ 19 წლის ასაკში ოჯახი შექმნა, 20 წლისას უკვე შვილი ჰყავდა და ამის პარალელურად, სცენაზე აქტიურად იდგა. „კვირის პალიტრასთვის“ მიცემულ ინტერვიუში მომღერალი ამბობს, რომ თინეიჯერობისას ბევრი კომპლექსი ჰქონდა.

– თინეიჯერობა ყველა გოგონასთვის საკმაოდ მძიმეა, რადგან ორგანიზმში რაღაცები იცვლება, გოგონას ამასთან ადაპტაცია სჭირდება… როგორც ხდება, ქალიშვილობის ამპლუაში უმტკივნეულოდ ვერ შევედი: 13-14 წლისამ ცოტათი წონაში მოვიმატე. საკუთარი თავი არ მომწონდა… 17-18 წლისას უკვე არა მიშავდა, მაგრამ თავად ამას ჯერ ვერ ვაცნობიერებდი. მერე რეზო შემხვდა. ძალიან შემიყვარდა. საბედნიეროდ, ჩემ მიმართ მანაც იგივე გრძნობა გამოავლინა და 19 წლისა ცოლად გავყევი.

20 წლისას უკვე სალომე მყავდა… არ მიმაჩნია, რომ ადრე გათხოვება ცუდია, პირიქით – ამან ბევრი დადებითი მომიტანა: პირველ რიგში, თავდაჯერებულობა შემძინა.

რეზო მართლა არაჩვეულებრივი ბიჭი, სანიმუშო, განსაკუთრებული ადამიანი იყო, ყველა გოგოს მოსწონდა. ასეთი ბიჭის გვერდით მეც თავი კარგად და ამაყად ვიგრძენი. კომპლექსების მოხსნაში ოჯახი, კონკრეტულად, რეზო დამეხმარა… შემდეგ, თანდათან, 25-26 წლისა უკვე ჩემს თავს „მოვერგე“, საკუთარი გარეგნობა მომწონდა, თუმცა ახლა ჩემს სურათებს რომ ვუყურებ, 35 წლამდე ზედმეტად გამხდარი ვიყავი. ესეც პარადოქსია, რომ 50 წლის შემდეგ მივხვდი, ქალს რა სჭირდება, რომ შინაგანად ბედნიერი, საკუთარ თავთან ჰარმონიაში იყოს, არ ჰქონდეს ეჭვები, კომპლექსები და პრობლემები. – ჰყვება მომღერალი.

პრაიმ ტაიმი