ნაციონალური მოძრაობის ლიდერები გიორგი მარგველაშვილთან ერთად უკრაინაში იმყოფებიან

ნაციონალური მოძრაობის ლიდერები გიორგი მარგველაშვილთან ერთად უკრაინაში იმყოფებიანტელეკომპანია „მთავარი“ ავრცელებს ფოტოს, რომელზეც ჩანს, რომ უკრაინაში იმყოფებიან ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები, ყოფილ პრეზიდენტ, გიორგი მარგველაშვილთან ერთად.

კერძოდ, ფოტოზე ჩანან პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელია, დეპუტატები ეკა ხერხეულიძე და კობა ნაყოფია.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით, საპარლამენტო დელეგაცია უკრაინაში გაემგზავრა. დელეგაციაში არიან: საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერები დავით სერგეენკო, არჩილ თალაკვაძე, ბექა ოდიშარია და ლევან იოსელიანი. ასევე, „ლელოს“ წევრი ანა ნაცვლიშვილი, „გირჩის“ წევრი ვახტანგ მეგრელიშვილი, „რესპუბლიკელი“ ხათუნა სამნიძე და პარტია „საქართველოსთვის“ წევრი გიორგი ხოჯევანიშვილი. უკრაინაში ვიზიტის დროს, ჯგუფის შემადგენლობაში არ იქნებიან „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპელი სოციალისტების“ წარმომადგენლები.