ნინელი ჭანკვეტაძე – “40 დღე ლოგინიდან ვერ ვდგებოდი…”

ნინელი ჭანკვეტაძე - "40 დღე ლოგინიდან ვერ ვდგებოდი..."მსახიობი ნინელი ჭანკვეტაძე “კვირის პალიტრას” ესაუბრა:

– მთელ საქართველოში უამრავი უკრაინული დროშაა გამოფენილი, ჩვენი, ქართველი ბიჭები უკრაინაში არიან საომრად წასულები და სამწუხაროდ, მსხვერპლი იყო… მნიშვნელოვანი ჰუმანიტარული დახმარებაც გავწიეთ.

ძალიან მეშინია, ომი საქართველოშიც არ იყოს… ნამდვილად მეშინია, რადგან ჩვენ უკვე გამოვლილი გვაქვს ეგ საშინელება… მე ვლოცულობ, უფლის იმედით ვარ! ერთადერთი, რაც მაიმედებს ომზეც, შფოთზეც, გაჭირვებაზეც, ჩვენი შვილების მომავალზეც, ტკივილზეც და ასე შემდეგ, თუ ყველა გულით ვილოცებთ და ღმერთს ხმას მივაწვდენთ, რაღაც გვეშველება.

კოვიდი გადავიტანე, 40 დღე ლოგინიდან ვერ ვდგებოდი და თუ ასეთი რამ ადამიანს არაფერს აჩვენებს, დასკვნა არ გამოაქვს და კიდევ ბაქიბუქი, ამ ქვეყნის არევა, ომი უნდა ჩემს საქართველოში და – ერთ წრეზე ტრიალი, იტრიალოს! მე ერთადერთი, რაც შემიძლია, სანთელს დავანთებ, რომ საქართველოში სიყვარულმა და ღვთის იმედმა დაისადგუროს.

არანაირი სოციალური ქსელით არ ვსარგებლობ, ზედმეტ საუბრებს რომ არ ვუსმინო… მაქვს ჩემი საქმე, ოჯახი, ჩემი ქვეყანა მიყვარს და ყველაფერს გავაკეთებ, რაც შესაძლებელია ერთი ჩვეულებრივი ადამიანისგან.

მარხვაა, ვნების კვირა იწყება და არავის განკითხვა არ მსურს! ასეთ თემებზე საუბარი ჩემს სიმშვიდეს და წონასწორობას მაკარგვინებს… ამიტომაც, არც ერთი ტელევიზიის არხზე, პრესაში არ ვჩანვარ. მშვიდად ვიყოთ და პატრიარქს დავუჯეროთ, ბოლოსდაბოლოს! რამდენჯერაც არ დავუჯერეთ, იმდენჯერ რაც მოხდა, კი ვნახეთ!

კვირის პალიტრა