რუსეთში მოღვაწე ქართველმა მომღერალმა, ვალერი მელაძემ უკრაინაში ომი და რუსეთის ხელისუფლების ქმედება ღიად გააკრიტიკა. ამ განცხადებამ საზოგადოება აღაშფოთა და მომღერალი კრიტიკის ქარცეცხლში გაეხვა. ამის შესახებ რუსული მედია წერს.
„ბევრი მიიჩნევდა, რომ შერცხვენილი მელაძე მალე დატოვებდა ქვეყანას, როგორც ზოგიერთი მისი რუსი კოლეგა მოიქცა, მაგრამ ვალერი მელაძე დარჩა. უფრო მეტიც, ცნობილმა მომღერალმა სცენაზე გამოსვლა და თანხის გამომუშავება გააგრძელა.
მაგალითად, მუსიკოსი იური ლოზა მიიჩნევს, რომ მელაძე ბევრ ფულს დაკარგავს, თუ რუსული აუდიტორიის გარეშე დარჩება, უცხოეთში კი მელაძე და მისი სიმღერები არავის სჭირდება“, – წერს „ექსპრეს გაზეტა“.
გარდა ამისა, ცნობილი რუსი ბლოგერი და ფსიქოლოგი კრისტინა ბოსი ვალერი მელაძეს „ფარისევლად და სამშობლოს მოღალატედ“ მიიჩნევს და თვლის, რომ „რუსეთ-უკრაინის ომის დაგმობით მან უმადურობა გამოიჩინა იმ ქვეყნისადმი, რომელმაც მას ყველაფერი მისცა”.
იმედი