„სააკაშვილს წინ აქვს რამდენიმე წელი ციხეში, სჭირდება გარკვეული გართობა“ – თეა წულუკიანი

„სააკაშვილს წინ აქვს რამდენიმე წელი ციხეში, სჭირდება გარკვეული გართობა“ - თეა წულუკიანისააკაშვილს შეუძლია, ნებისმიერი ტიპის კონსულტაციები გამართოს, ნუ ვუწყენთ, რადგან პატიმარს სჭირდება გარკვეული გართობა და ყველამ ხელი უნდა შევუწყოთ, – ასე გამოეხმაურა კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური კონსულტაციების დაწყებას.

მისი თქმით, საქართველოში რიგგარეშე არჩევნები არ იქნება:

„როგორც ვიცით, ციხეში არჩევნები არ ტარდება და არავის არ ირჩევენ. შესაბამისად მას შეუძლია, ნებისმიერი ტიპის კონსულტაციები გამართოს. საქართველოში რიგგარეშე არჩევნები არ იგეგმება. ნუ ვუწყენთ და ნუ გავუბრაზდებით, რადგან პატიმარს, რომელსაც წინ აქვს რამდენიმე წელი ციხეში, სჭირდება გარკვეული ანტურაჟი, გარკვეული გართობა და ამისათვის მას ყველამ ხელი უნდა შევუწყოთ; მაგრამ ვერავითარი პოლიტიკური არეულობის გამოწვევის მიზეზი ის ვერ იქნება. მას უბრალოდ, არ გააჩნია, მით უმეტეს საპატიმროდან, ამისი რესურსი“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.