გაგლოევი ბიბილოვის წინააღმდეგ

გაგლოევი ბიბილოვის წინააღმდეგგაგლოევი ბიბილოვის წინააღმდეგ – სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ახალი პრეზიდენტი ყოფილს რუსეთთან შეერთების შესახებ რეფერენდუმის გამოცხადების გამო აკრიტიკებს.

ირკვევა, რომ ანატოლი ბიბილოვმა რეფერენდუმი ისე დააანონსა, რომ ეს არც ალან გაგლოევთან  და არც რუსეთის ხელისუფლებასთან  შეუთანხმებია.

გაგლოევი აღნიშნავს, რომ გაყოფილი ოსი ხალხის გაერთიანებას ერთიანი რუსეთის შემადგენლობაში მხარს უჭერს, თუმცა აღნიშნული საკითხი გადაწყვეტა ამ ეტაპზე ნაადრევად მიაჩნია.

ანატოლი ბიბილოვმა რუსეთთან მიერთების რეფერენდუმის განკარგულებას ხელი ორი დღის წინ მოაწერა.

ტვ პირველი