გიორგი გილიგაშვილი – “ჩემი სნეულების დაძლევა ქრისტეს ასაკში მოხდა, კონსტანტინოპოლში”

გიორგი გილიგაშვილი - "ჩემი სნეულების დაძლევა ქრისტეს ასაკში მოხდა, კონსტანტინოპოლში"რამ­დე­ნი­მე თვის წინ, სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ მსა­ხი­ობ­სა და მომ­ღე­რალს, გი­ორ­გი გი­ლი­გაშ­ვილს ავ­თვი­სე­ბი­ა­ნი სიმ­სივ­ნე და­უდ­გინ­და. რო­გორც გი­ორ­გი თვი­თონ­ვე ამ­ბობს, მისი დი­აგ­ნო­ზი ავ­თვი­სე­ბი­ა­ნი კარ­ცი­ნო­მაა ფა­რი­სებ­რი ჯირ­კვალ­სა და ლიმ­ფა­ზე. ოპე­რა­ცია თურ­ქეთ­ში ჩა­უ­ტარ­და, ახლა ამ­ბობს, რომ “ლე­გენ­და­რუ­ლად არის.”

და­ა­ვა­დე­ბა­ზე და თა­ვი­სი მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ გი­ორ­გი გი­ლი­გაშ­ვილ­მა თა­თია შა­რან­გი­ას გა­და­ცე­მა­ში “სთო­რი” ისა­უბ­რა.

“დი­დე­ბა უფალს! ავ­თვი­სე­ბი­ან სიმ­სივ­ნე­ებ­ში ყვე­ლა­ზე მორ­ჩი­ლი მო­მივ­ლი­ნა. იცით, ზოგი ცხრა მთას გა­და­დის და არა­ფე­რი მოს­დის, პაპა მე­უბ­ნე­ბო­და ხოლ­მე, შვი­ლო, – გუ­ბე­ში იხ­რჩო­ბა კა­ციო. ასე რომ, ვერ გა­ი­გებ, რა და­გა­ზი­ა­ნებს სა­სიკ­ვდი­ლოდ. რა­ღაც ნი­შანს ვე­ლო­დი, იმ ნი­შანს, რომ უნდა გან­მე­ცა­და ტკი­ვი­ლი და უც­ბად, უფალ­მა სა­კუ­თა­რი ბრძო­ლის ველი გა­მი­ჩი­ნა.

პირ­ვე­ლად რო­დე­საც გა­ვი­გე – მი­თხრეს, რომ გი­ორ­გი გა­მობ­რძან­დი, არ გაქვთ კარ­გად საქ­მე. ერთ-ერთი ბა­ტო­ნი მო­ვი­და. მიხ­სნი­და ჩემს და­ა­ვა­დე­ბას ეს თურ­ქეთ­ში მოხ­და.

და ამა­საც მოვ­ყვე­ბი, რომ კონ­სტან­ტი­ნო­პოლ­ში მოხ­და, ქრის­ტეს ასაკ­ში, სნე­უ­ლე­ბის დაძ­ლე­ვა. ჩემ­მა ლუ­არ­საბ ტო­გო­ნი­ძემ ჩოხა მო­მარ­თვა, შე­ვი­მო­სე ჯვარ-სამ­კა­უ­ლე­ბით, სა­მო­სე­ლი პირ­ვე­ლით, ჩემი ულა­მა­ზე­სი ჩო­ხით. ქრის­ტეს ასაკ­ში, ქრის­ტი­ა­ნო­ბის ერთ-ერთ პირ­ველ კე­რა­ში, კონ­სტან­ტი­ნო­პოლ­ში გან­მამ­წე­სა უფალ­მა და ქრის­ტეს სა­ხე­ლით და­მაძ­ლე­ვი­ნა ეს.
12 კვან­ძი ამო­ი­ღეს და რვა კვან­ძი აღ­მოჩ­ნდა ავ­თვი­სე­ბი­ა­ნი. რო­დე­საც მიხ­სნიდ­ნენ, რა პრო­ცე­სე­ბი შე­იძ­ლე­ბა წა­ვი­დეს, ექიმს ვე­უბ­ნე­ბი, კი­თხვა მაქვს თქვენ­თან და ის ძა­ლი­ან მოთ­მი­ნე­ბით ელო­დე­ბა ჩემს კი­თხვას. ვკი­თხე, – “წვერს ხომ არ გამ­პარ­სავთ ოპე­რა­ცი­ის დროს?” – ამ­ბობს გი­ორ­გი გი­ლი­გაშ­ვი­ლი. მან­ვე ყვე­ლა იმ ადა­მი­ანს მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და, ვინც მის მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე დარ­დობ­და:

ამბები