ირაკლი კუპრაძემ ბათუმის საკრებულო დატოვა

ირაკლი კუპრაძემ ბათუმის საკრებულო დატოვაპარტია ,,ლელოს” დეპუტატმა ბათუმის საკრებულო დატოვა. ირაკლი კუპრაძემ განაცხადა, რომ აქტიურ ბრძოლას სხვა ფლანგიდან გააგრძელებს.

_ მე საკუთარ თავს ვერ ვხედავ ამ საკრებულოს მოწვევაში. მიმაჩნია, რომ ბევრად უფრო ეფექტური ვიქნები სწორედ ბათუმელებისთვის და არამხოლოდ ბათუმელებისთვის სხვა ფლანგზე ბრძოლით, შესაბამისად, ვაგრძელებ ბრძოლას და შრომას. არ ვაპირებთ გაჩერებას და ხელის ჩაქნევას. – განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.

ტვ პირველი