ლევან ბერძენიშვილი – “რა დავაშავე, ბოლოს და ბოლოს?”

ლევან ბერძენიშვილი - "რა დავაშავე, ბოლოს და ბოლოს?"ლე­ვან ბერ­ძე­ნიშ­ვილ­მა გან­მარ­ტე­ბა გა­ა­კე­თა მის მიერ ერეკ­ლე მე­ო­რეს შე­სა­ხებ გა­მოთ­ქმულ მო­საზ­რე­ბა­ზე, რო­მელ­საც სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში დიდი გან­ხილ­ვა მოჰ­ყვა.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ამ სა­კი­თხის შე­სა­ხებ პო­ლე­მი­კა მას შემ­დეგ გა­ჩაღ­და, რაც ბერ­ძე­ნიშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და:

“ვიდ­რე ერეკ­ლე მე­ო­რე მო­ღა­ლა­ტედ არ არის გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი, ღა­რი­ბაშ­ვი­ლი გა­მო­ვა და იკი­თხავს, – ომი გინ­და­თო? ერეკ­ლე მე­ო­რე­მაც ეგ თქვა, – აბა, ომი გინ­და­თო?..”

“ფორ­მუ­ლას” ეთერ­ში ბერ­ძე­ნიშ­ვილ­მა თქვა, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­კი­თხის გა­აქ­ტი­უ­რე­ბა შეც­დო­მაა და ის გუ­ლის­წყრო­მაც, რაც მის გულ­შე­მატ­კივ­რებ­ში გაჩ­ნდა, მის­თვის მო­სა­ლოდ­ნე­ლი იყო.

“რა და­ვა­შა­ვე ბო­ლოს და ბო­ლოს, ვთქვი, რომ სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა ისე­თი ძვირ­ფა­სი რა­მაა, მე­ფე­საც კი არ აქვს მისი ჩა­ბა­რე­ბის უფ­ლე­ბა-მეთ­ქი. ეს მე ვთქვი, ლე­ვან ბერ­ძე­ნიშ­ვილ­მა და ეს თქვა ნი­კო­ლოზ ბა­რა­თაშ­ვილ­მა და ვი­ღა­ცის­თვის არ არის ავ­ტო­რი­ტე­ტი ნი­კო­ლოზ ბა­რა­თაშ­ვი­ლი. ილია ჭავ­ჭა­ვა­ძემ თქვა, რომ “გე­ორ­გი­ევ­სკის ტრაქ­ტა­ტის” ასი წლის თავს ვინც აღ­ნიშ­ნავს, რაც იყო სა­ქარ­თვე­ლოს სიკ­ვდი­ლი.

მეფე ერეკ­ლე კი არა, ყვე­ლა ერ­თად, ვინც იყ­ვნენ მე­ფე­ე­ბი, სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის ერთ დღეს არ უდ­რის. რა არის მეფე, ბო­ლოს და ბო­ლოს? არის კაცი, რო­მელ­მაც ქვე­ყა­ნა უნდა მარ­თოს. ქვე­ყა­ნას თუ ჩა­ა­ბა­რებ, მერე რაის მეფე ხარ, რა მე­ფო­ბა­ზეა ლა­პა­რა­კი. ტრაქ­ტა­ტი ვინც წა­ი­კი­თხა, ხო ყვე­ლამ იცის, რომ არის კა­ტას­ტრო­ფა, სირ­ცხვი­ლი, თა­ვის მოჭ­რა. რა ძრო­ხე­ბი, რა ცხვა­რი, რა ყვე­ლი… შე­იძ­ლე­ბო­და ქვეყ­ნის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბას ასე­თი ტექ­სტით შევ­ხვედ­რო­დით?” – თქვა ლე­ვან ბერ­ძე­ნიშ­ვილ­მა.

ამბები