„ნუ მაიძულებთ, გამოვაქვეყნო ბრიუსელში გადმოცემული სია, თავად გამოაქვეყნეთ“ – სამადაშვილი ღარიბაშვილს

„ნუ მაიძულებთ, გამოვაქვეყნო ბრიუსელში გადმოცემული სია, თავად გამოაქვეყნეთ“ – სამადაშვილი ღარიბაშვილს„მსურს, რომ გავიმეორო ის გზავნილი, რაც არის ამ ბანერზე- თავისუფლება ნიკა გვარამიას, თავისუფლება დამოუკიდებელ მედიას, თავისუფლება დამოუკიდებელ მედიამენეჯერებს“ – ჟურნალისტების პროტესტს სასესიო დარბაზში, სოლიდარობა გამოუცხადა “ლელოს” დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა და პრემიერ ღარიბაშვილის, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში ინტერპელაციაზე იმყოფება, კიდევ ერთხელ მოუწოდა გამოაქვეყნოს ის სია, რომელიც ბრიუსელიდან გამოატანეს:

“აქ რომ არის მოსული ივანიშვილის წარმომადგენელი, რომელსაც პრემიერი ჰქვია ჩვენი ქვეყნის, ბრიუსელში გრძელი სია რომ გადასცეს და ნუ მაიძულებთ , რომ გამოვაქვეყნო ეს სია. მოგიწოდებთ კიდევ ერთხელ, თავად გამოაქვეყნეთ. იმ გრძელ სიაში გვარამიას დაპატიმრება, რომელიც მოხდა იმ დღეს, როდესაც თქვენ ჩახვედით ბრიუსელში, არის ერთ-ერთ მთავარ პრობლემად წარმოჩენილი” – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
მან კიდევ ერთხელ მოუწოდა სალომე ზურაბიშვილს, გამოიყენოს შეწყალების უფლება ნიკა გვარამიასთან მიმართებაში, ქვეყნის ევროპული მომავლის გადასარჩენად.