„ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რაც ეკადრება ყოფილ პრეზიდენტს და ქვეყანას” – სალომე ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილზე

„ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რაც ეკადრება ყოფილ პრეზიდენტს და ქვეყანას" - სალომე ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილზესაქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ქუთაისში, ეროვნული თანხმობის პროცესის ფარგლებში სტუდენტებსა და საზოგადოების წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მედიის კითხვებს უპასუხა და განაცხადა, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს ქვეყნის რეპუტაციისა და მისი ჯანმრთელობის დასაცავად.

„ყოფილი პრეზიდენტის შეწყალებაზე მე ვთქვი, რაც მქონდა სათქმელი.

ახლა კი ქვეყნის რეპუტაციისთვის ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რაც საჭიროა, რათა უზრუნველყოფილი იყოს მისი ჯანმრთელობის პირობების დაცვა, რაც ეკადრება ყოფილ პრეზიდენტს და ქვეყანას.

მე ვერ შევაფასებ საზღვარგარეთ გადაყვანას.

როგორც ამ ქვეყნის პრეზიდენტი, ვიდრე დადასტურებული არ არის, ვერ ვიტყვი, რომ აქ არ არსებობს ის სამედიცინო პოტენციალი, რომელიც ამას უზრუნველყოფს.

თუ ვინმე დაადასტურებს, მაშინ უნდა იქნეს მიღებული გადაწყვეტილება, მაგრამ დღეს ეს მოცემულობა არ არსებობს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.