რომან გოცირიძე – “საქართველო ცივილიზებული თანამეგობრობიდან გაირიყა”

რომან გოცირიძე - "საქართველო ცივილიზებული თანამეგობრობიდან გაირიყა"საქართველო უკვე ნელ-ნელა გაირიყა ცივილიზებული თანამეგობრობიდან, – ასე აფასებს ენმ-ს წევრი რომან გოცირიძე იმ ფაქტს, რომ საქართველო დიდი შვიდეულის სამიტზე მიწვეული არ იქნა. ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, თუ საქართველო ერთობლივ მსველობას მოწყდა, ეს ხელისუფლების მხრიდან დიდი დანაშაული იქნება.

საქართველო უკვე ნელ-ნელა გაირიყა ცივილიზებული თანამეგობრობიდან. უკვე მესამე შემთხვეაა. იქ, სადაც მოლდოვას ეძახიან, საქართველო არ არის. რა თქმა უნდა, ეს აპოზიცია იმას ნიშნავს, რომ საქართველო უკვე არ განიხილება ერთ პაკეტში როგორც მოლდოვა და როგორც უკრაინა და ძალიან დიდი დანშაული იქნება ხელისუფლების მხრიდან ჩადენილი თუ ჩვენ ერთობლივ მსვლელობას მოვწყდით, – ამბობს ენმ-ს წევრი რომან გიცირიძე.
შეგახსენებთ, რომ საქართველო დიდი შვიდეულის სამიტზე არ მიიწვიეს. ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ფორუმზე, სადაც მსოფლიო ლიდერები სასურსათო უსაფრთხოების საკითხს განიხილავენ, მონაწილეობა უკრაინამ და მოლდოვამაც მიიღეს.
 ტვ პირველი