ცხინვალის საპრეზიდენტო არჩევნებში ალან გაგლოევმა ანატოლი ბიბილოვს მოუგო

ცხინვალის საპრეზიდენტო არჩევნებში ალან გაგლოევმა ანატოლი ბიბილოვს მოუგოსიამაყის გრძნობა მაქვს იმის გამო, რომ ხალხმა გამოხატა თავისი აზრი და ანატოლი ილიჩმა აღიარა არჩევნების შედეგები. მინდა, მადლობა გადავუხადო ხალხს მხარდაჭერისა და ნდობისთვის, – ამის შესახებ ალან გაგლოევმა განაცხადა, რომელიც ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. „საპრეზიდენტო არჩევნებში“ ლიდერობს.

„ჩვენ შევქმნით ახალ გუნდს“, – აღნიშნა გაგლოევმა.

ცნობისათვის, გუშინ ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. „საპრეზიდენტო არჩევნების“ მეორე ტური გაიმართა. ე.წ. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ბოლო მონაცემებით, დათვლილია ხმების 85%-ზე მეტი და ე.წ. „საპრეზიდენტო არჩევნებში“ ხმების 53.67%-ით ალან გაგლოევი ლიდერობს, ე.წ. „მოქმედ პრეზიდენტს“, ანატოლი ბიბილოვს კი „ამომრჩევლების“ 41.3%-მა დაუჭირა მხარი.