„ბათუმში შემოსული სანქცირებული ტვირთის უკან დავით იაკობაშვილი დგას“ – ელენე ხოშტარია

„ბათუმში შემოსული სანქცირებული ტვირთის უკან დავით იაკობაშვილი დგას“ - ელენე ხოშტარია„დროას” ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ ბათუმის ნავსადგურში, სანქცირებული ნავთობპროდუქტით შემოსულ გემთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა.

მისი თქმით, წარმოუდგენელია გემს სანქცირებული ტვირთი წინასწარი შეთანხმების გარეშე ამხელა მანძილზე მოჰქონდეს.

„უნდა გავამახვილოთ ყურადღება რამდენიმე ფაქტზე, გემი, რომელიც გადის 500 კმ-ს წარმოუდგენელია, რომ სანქცირებული ტვირთი მოჰქონდეს წინასწარი შეთანხმების გარეშე და იმ გარანტიის გარეშე, რომ ამ ტვირთს მიიღებენ აქ. მეორე, პორტში შემოსვლის მომენტისთვის ყველა გემი გადის პროცედურას, რომელსაც ამოწმებს ყველა უწყება, მათ შორის საბაჟო, რომელიც მერე იტყუებოდა რომ ამასთან შეხება მას არ ჰქონია, სხვა შემთხვევაში ის ვერ მოხვდებოდა პორტში.  რა უნდოდა ამ გემს პორტში, სანქციების თავიდან არიდების მექანიზმი ხდება ასე, შემოდის გემი, ცვლიან წარმოშობის დოკუმენტაციას, იმისთვის, რომ შემდეგ გაგრძელდეს და წაიღოს ეს ტვირთი სხვაგან. ნიშანდობლივია, რომ გემი იდგა 2 დღე და ხელისუფლებამ დაადასტურა ამ გემის აქ ყოფნა და ამ გემზე დაიწყო საუბარი მხოლოდ მას შემდეგ, რაც ეს ყველაფერი გაცხადდა როგორც უკრაინულ ისე ქართულ პრესაში”, – თქვა ხოშტარიამ.

„დროას” ინფორმაციით, ამ ფაქტისა და მექანიზმის უკან დგას წარმოშობით ქართველი, დღეს შვედეთის მოქალაქე დავით იაკობაშვილი, რომელიც საქართველოში დაკავებულია ნავთობის ბიზნესით.

„2014 წელს „როსნენფტთან” მოაწერა პარტნიორობის ხელშეკრულებას ხელი და მისი კომპანიის 49% შეისყიდა “როსნეფტმა”. სანქციების შემდეგ გადააკეთეს ფორმალური საბუთები, ეს არის ღია ინფორმაცია. რომელიც ასევე პირდაპირ კავშირშია ევტუშენკოვთან, იმ ევტუშენკოვთან, რომელიც ესაუბრებოდა ბიძინა ივანიშვილის ტელეფონით და ბორენკას ეძახდა, ხიდაშელთან და იყო „სისტემას” საბჭოში. საქართველოს მხრიდან ამაში ჩართულია ის არაფორმალური პირამიდა ეკონომიკის გარყვნილი მართვის, რომელიც არის დაკავშირებული და შესასწავლია უჩა მამაცაშვილისა და ლილუაშვილის როლი ამ სქმეაში”, – თქვა ხოშტარიამ.