გურამ ლომიძე მესამე ცოლს დაშორდა და ახალი ქალი იპოვნა

გურამ ლომიძე მესამე ცოლს დაშორდა და ახალი ქალი იპოვნა„ქუჩის ბიჭების“ წევრი გურამ ლომიძე რადიო „ფორტუნა პლუსის“ გადაცემა „ვიზიტორის“ სტუმარი იყო. მომღერალმა გადაცემაში ახალი სიმღერის პრემიერასთან ერთად ახალ სიყვარულზე ისაუბრა.

გურამ ლომიძე მესამე ცოლს, მომღერალ ივანა მელაის, წინა წელს დაშორდა. გურამს წინა ორი ქორწინებიდან ასევე ჰყავს შვილები.

I„ყველაფერი მთავრდება და იწყება, თუმცა ჯობს, რომ დასასრული არ ჰქონდეს. მოდი, ჯერ არ ვისაუბრებ ამ თემაზე. გეტყვით, რომ ჩემი სიმღერა მას ძალიან მოეწონა, ძალიან დადებითად შეაფასა. ერთი სული ჰქონდა, როდის დავაპრემიერებდი, ახლა უსმენს. ეს სიმღერა მონატრებულზე მომივიდა მუზად, ეს არის ჩემი პირველი საავტორო სიმღერა. მივუძღვენი ჩემს ახალ ლოვეს“, – თქვა მუსიკოსმა გადაცემაში.

დაქალი ქლაბ